რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჯამალ ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერის შინაარსი ნამდვილი ტრაგედიაა - საუდელი ოფიცერიც კი შოკირებული იყო, როდესაც მას მოუსმინა

თურქეთის ხელისუფლებამ საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერის შინაარსი საუდის არაბეთს, აშშ-ს, საფრანგეთს, კანადას, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს გააცნო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ყველამ, ვინც ითხოვა, მოუსმინა ამ მკვლელობის აუდიოჩანაწერს. ჩვენს სადაზვერვო ორგანიზაციას არაფერი დაუმალავს. გარდა საუდის არაბეთისა, ამ ჩანაწერს მოუსმინეს აშშ-ში, საფრანგეთში, კანადაში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში. ამ აუდიოჩანაწერის შინაარსი ნამდვილი ტრაგედიაა. საუდელი ოფიცერიც კი შოკირებული იყო, როდესაც მას მოუსმინა. მან თქვა, რომ მკვლელი, შესაძლოა, ჰეროინს იყენებს, ვინაიდან ასეთს მხოლოდ ჰეროინზე მყოფი ადამიანი თუ გააკეთებს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ელოდება თუ როდის მოფენს ნათელს საუდის არაბეთი ამ დანაშაულს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეარხ Al Jazeera-მ თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ჟურნალისტზე ნაზიფ ქარამანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ საუდელმა ჟურნალისტმა ჯამალ ხაშოგიმ, რომელიც სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს, სიკვდილის წინ წარმოთქვა ფრაზა: „ვიხუთები“.

„ვიხუთები. მომხსენით ეს ტომარა თავიდან, კლაუსტროფობია მაქვს“, - იყო ჯამალ ხაშოგის სიტყვები, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის. ნაზიფ ქარამანის თქმით, აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ საუდელ ჟურნალისტს შვიდი წუთის განმავლობაში აწამებდნენ. მისივე თქმით, გამოცემა Daily Sabah უახლოეს დროში გამოაქვეყნებს ჯამალ ხაშოგის სიცოცხლის ბოლო წუთების აუდიოჩანაწერს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო