ირაკლი კობახიძე - ლუგარის ლაბორატორიას არავითარი საერთო არ აქვს იმასთან, რაზეც რუსი პიარ-ტექნოლოგები საუბრობენ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას არავითარი საერთო არ აქვს იმასთან, რაზეც რუსი პიარ-ტექნოლოგები საუბრობენ. პარლამენტის თავჯმდომარის შეფასებით, რუსული მხარის მიერ ლაბორატორიასთან გაკეთებული განცხადებები მათი პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია.

„ეს არის უკვე რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი, რასაც ბუნებრივია, საფუძველი არ აქვს, ყველამ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორია კონკრეტული საქმეებით არის დაკავებული, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს იმასთან, რაზეც რუსი პიარ-ტექნოლოგები საუბრობენ. ეს არის რუსული პიარ-ტექნოლოგიის შემადგენელი ნაწილი”,- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო