ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაზე - ყველა შესაძლო კითხვაზე  ჩვენ მყარი პასუხები გვაქვს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც გასული წლების განმავლობაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედია პლურალიზმის კუთხით ფუნდამენტური წინსვლა ჰქონდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესახებ მომზადებული ანგარიშის ევროპარლამენტში განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა შესაძლო კითხვაზე მათ მყარი პასუხი აქვთ.

„საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც გასული წლების განმავლობაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მედია პლურალიზმის კუთხით ფუნდამენტური წინსვლა ჰქონდა. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს, აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო კითხვაზე, რომელიც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და მედია პლურალიზმს უკავშირდება, ჩვენ მყარი პასუხები გვაქვს”,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა მოხდება. ანგარიშს მისი ავტორი, ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსი წარადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო