ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2019 წლის ბიუჯეტი წინა წლების ასლია და ის ვერ იქნება პრობლემების მოგვარების ბიუჯეტი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ 2019 წლის ბიუჯეტი წინა წლების ბიუჯეტის ასლია და ის ვერ იქნება პრობლემების მოგვარების ბიუჯეტი. როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბიუჯეტი არ ასახავს ბიძინა ივანიშვილის დაპირებას.

„ეს ბიუჯეტი არის წინა წლების ბიუჯეტების ზუსტი ასლი. სწორედ, ასე დაგეგმილმა ბიუჯეტებმა მიგვიყვანა სიღარიბის ზღვარზე ქვეყანაში. ამიტომ, ეს ბიუჯეტი არის არა მდგომარეობის გამოსწორების, არამედ პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავების ბიუჯეტი. თუნდაც პენსიის 20- ლარიანი ზრდა, რომელიც ჩადებულია, არსებითად ვერ შეცვლის სიტუაციას იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას სჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, შეიქმნას სამუშაო ადგილები, მაგრამ ამას სჭირდება გადასახადების შემცირება და ის, რომ მთავრობამ მოიკლოს ბიუროკრატიული ხარჯები.

ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან არჩევნების პირველი ტურის მერე, რომ ფუნდამენტურად გადაიხედებოდა პენსიების, დევნილთა შემწეობის, სოციალური საკითხები, მაგრამ ბიუჯეტი არც ერთი ამ მიმართულებით არ ასახავს, თუნდაც ერთი კვირის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებას. ამიტომ, ვხედავთ იმას, რომ სიტყვა რჩება სიტყვად და ივანიშვილი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა