იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 305.9 მლნ დოლარი შეადგინა

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.5%-ით მეტია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატიდან“ აცნობეს, აქედან, ექსპორტი 2 751 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 7 555 მლნ. აშშ დოლარი (19.2%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 804 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.6% შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა