კახა კალაძე - ბაღებში ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება!

ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება! - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძე აღნიშნავს, ბაღების ნაწილის დირექტორთა გათავისუფლების საკითხის პოლიტიზირება არასწორად ხდება.

„რეალურად პრობლემა არ არის. სამწუხაროდ, ყველაფრის პოლიტიზირება ხდება ქვეყანაში. სააგენტო ყოველთვის ახორციელებს ბაღების შემოწმებას, ეს ახლა არ დაწყებულა და ამის ვალდებულება გვაქვს. ადრეც ვსაუბრობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ არავის ვაპატიებთ გადაცდომას, განსაკუთრებით იქ, სადაც საუბარია პატარებზე, ბავშვებზე. ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არ ეპატიება არავის“, - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს საპარლამენტო არჩევნებს, კალაძემ აღნიშნა: ეს არის ძალიან დიდი ტყუილი.

„შემოწმებები სისტემატურად მიმდინარეობს. სისტემაში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი მუშაობს და ჩემი დაპირება იყო მუნიციპალური სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა. ჩვენ მთელი რიგი მიმართულებებით ჯერ ჯიდევ გვაქვს პრობლემები, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, მათი რაციონის ხარჯზე გადაცდომები კატეგორიულად მიუღებელია და ეს ღალატი არავის ეპატიება“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბაღებში ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება! - კახა კალაძე ბაღების ნაწილის დირექტორთა გათავისუფლების საკითხზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო