GWP კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების ქსელის შეცვლა და განვითარებაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, მიმდინარე წელს კომპანია, წლიური გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას აახლებს.

მათი ინფორმაციით, GWP-ის 2018 წლის რეაბილიტაციებს შორის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის სრული განახლებაა, რაშიც GWP 4 მლნ ლარზე მეტ ინვესტიაციას ახორციელებს. წყლისა და წყალარინების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, კახეთის გზატკეცილზე ორივე მხარეს 13 კმ-ზე მეტი სიგრძის მაგისტრალური ქსელი იცვლება. მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

“პროექტი დასრულების ეტაპზეა. წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მოსაწყობად ძირითადი სამუშაოები შესრულებულია. კახეთის გზატკეცილის ერთ მხარეს, რამდენიმე დღეში გზის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყება.

“ჯორჯიან უოთერ ენდ” ფაუერი თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმდინარე და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა