თბილისში 6 საბავშვო ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს

თბილისის მასშტაბით, ბოლო 10 დღეში 6 ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გათავისუფლებულია 50-ე, 169-ე, 145-ე, 111-ე, 109-ე და 131-ე ბაღის დირექტორი.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მათი გათავისუფლება გამოვლენილი დარღვევების გამო მოხდა.

„მონიტორინგის შედეგად ბაღებში რამდენიმე სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა. კერძოდ, გამოვლენილია ფინანსური დარღვევები, თანხების არასწორი და არამიზნობრივი განკარგვა. დარღვევებია საქმისწარმოებასა და კვების რაციონში. მონიტორინგის შედეგად ბაღების ნაწილში გადამალული საკვები პროდუქტი აღმოაჩინეს“, - აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტო დოკუმენტაციის გადაგზავნას საგამოძიებო უწყებებში აპირებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს