საკრებულოს კომისიების სხდომაზე "თიბისი ბანკის" სათავო ოფისის და საზოგადოებრივი სივრცის მოსაწყობად განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცეს

თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე "თიბისი ბანკის" სათავო ოფისის და საზოგადოებრივი სივრცის მოსაწყობად განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცეს.

აღნიშნული გენგეგმის პროექტი ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც "თიბისი ბანკის" სათავო ოფისი, რესტორანი, კაფე, სპორტული დარბაზი, სპა, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება.

როგორც საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების გაერთიანებულ სხდომაზე ითქვა, აღნიშნული ნაკვეთი „თიბისი ბანკის“ კუთვნილებაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკის" ახალი სამშენებლო პროექტის მენეჯერმა რატი ჯიქიამ განუცხადა, აღნიშნული პროექტი არა მარტო "თიბისი ბანკის" სათავო ოფისის მოწყობას ითვალისწინებს.

"ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. იქ გაკეთდება ფიტნეს-ცენტრი, გალერეა, კაფე და სხვა ობიექტები. სულ საამშენებლო ფართობი 65 ათასი კვ.მ- ია, საიდანაც 24 ათასი კვ.მ პარკინგისთვის არის გათვალისწინებული, დანარჩენი საოფისე და საზოგადოებრივი ობიექტების ფართია. ჩვენი ბანკის ოფისები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზეა გადანაწილებული. გვინდოდა ყველა ერთად ყოფილიყო თავმოყრილი", - განაცხადა ჯიქიამ.

მისივე თქმით, დავალება მიიღეს და მზად არიან მერიის საკუთრებაში არსებულ მიმდებარე ტერიტორიაც გაამწვანონ, სულ 11 000კვ.მ ფართობი ოფისი ტერიტორიის გარდა.

პროექტის განხორციელებას „თიბისი“ სამშენებლო ნებართვის დამტკიცების შემდეგ დაიწყებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო