გიორგი ვაშაძე -  „ქართული ოცნება" დამარცხებისთვის განწირულია და ათას მონაჩმახს იგონებს

მემგონი, ხელისუფლება აპირებს არჩევნების გაყალბების კუთხით ქუჩაში გამოსვლას. არაფრის მაქნისები არ არიან, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე არჩევნების მეორე ტურთან და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.

ვაშაძის თქმით, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია "ქართული ოცნება" და წაგებისთვისაა განწირული.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ქართული ოცნება", რომელიც დამარცხებისთვის განწირულია, ათას მონაჩმახს იგონებს. არ გაუვათ, მათი განაჩენი გამოტანილია. ქვეყანა აუცილებლად დაიწყებს ახალ განვითარებას. რაიმე ფასი აქვს კობახიძის, ივანიშვილის, კალაძის სიტყვას? ჩვეულებრივი მატყუარები არიან. ეს დამთავრდება მეორე ტურში",- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლების მიერ დესტაბილიზაციაზე საუბარი, მხოლოდ ტყუილია.

„მე მახსოვს ყველა შს მინისტრის მწყობრში განცხადებებები დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. რა მივიღეთ? გამოვლინდა, რომ იყო ტყუილი. ესენი არიან ჩვეულებრივი ცრუპენტელები. ამ ტყუილის უკვე აღარავის სჯერა. ეს ადამიანები სამოქალაქო ომით გვაშინებენ, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის ვიწრო ბანდიტური ჯგუფი. ზურაბიშვილი დამთავრებულია, ვერ გაიმარჯვებს. გავიმარჯვებთ ჩვენ. მემგონი, ისინი აპირებენ არჩევნების გაყალბების კუთხით ქუჩაში გამოსვლას. არაფრის მაქნისები არ არიან, ისე გაიქცევიან დამარცხების შემდეგ, რომ ვერც მოასწრებთ კომენტარის ჩაწერას. ჩვეულებრივი მშიშარა მაიმუნები არიან, რომლებიც ტყუილების მეტს არაფერს ამბობენ. მათ სიტყვას ფასი არ აქვს",- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა