მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტი როგორ გაგრძელდება, ამას ქართველი და ქისტი ხალხი გადაწყვეტს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, გუშინ, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციას ხელისუფლების წარმომადგენლებისგან რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უახლოეს დღეებში თბილისში მცხოვრები პანკისელები აქციის გამართვას გეგმავენ.

„გუშინდელი აქციის შემდეგ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და არც იქნება, რადგან მთელ ხელისუფლებას სირაქლემას პოზიცია უჭირავს. მე ამას ხმამაღლა ვამბობ, დღეს ხელისუფლება ხელისუფალი არ არის”,- აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მის მოთხოვნებზე რეაგირებას, მალხაზ მაჩალიკაშვილმა უპასუხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სპეცოპერაციის საქმე გაიხსნა, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც ცხადი გახდება.

„არ მოახდენს, იმიტომ რომ თუ ეს საქმე გაიხსნა, თვითონ ბიძინა ივანიშვილს რა პოზიცია უჭირავს, ესეც გამოჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტი როგორ გაგრძელდება, ამას ქართველი და ქისტი ხალხი გადაწყვეტს“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს