გია ვოლსკი - ანალიზი აჩვენებს, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე რეალურია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები დესტაბილიზაციაზე განპირობებულია იმ განცხადებებით, რასაც ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი აკეთებს. როგორც გია ვოლსკი განმარტავს, გრიგოლ ვაშაძემ განცხადებებში გადააჭარბა და ახლა მისი პიარტექნოლოგები ცდილობენ ეს შეარბილონ. მისი თქმით, მუქარა აშკარაა, თუმცა სახელმწიფოს ამ მუქარის არ ეშინია.

„გრიგოლ ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ კონსტიტუცია არაფერ შუაშია და როგორც კი საშუალება მიეცემა, საზოგადოების მობილიზაციას და სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაპირისპირებას მოახდენს. მისი რუსული პიარბრიგადა პირდაპირ აცხადებს, რომ რევოლუცია იქნება. ვაშაძემ გადააჭარბა და ახლა პიარტექნოლოგები ცდილობენ, ეს გადაჭარბება რაღაცნაირად შეარბილონ და ჩრდილქვეშ მოაქციონ. მუქარა აშკარაა, რომლის სახელმწიფოს არ ეშინია, მაგრამ საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შიშის პოტენციალი არსებობს. ანალიზი აჩვენებს, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე რეალურია და არა იმიტომ, რომ შკლიაროვია ჩამოსული ან ვაშაძეა რუსული ნომენკლატურა. მთავარი თემა არის ის, რომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო დაინტერესებაა, ამერიკისა და ევროპელი ლიდერების ვიზიტები, სატრანზიტო რესურსში ჩინეთის დაინტერესება რუსეთს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის და ვაშაძის მივლინება-მოვლინების მთავარი თემაც ესაა. მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლებიან, ეს დაყრდნობილია გარკვეულ გეგმაზე. ბრტყელ-ბრტყელი წამოძახებები არაფერ შუაშია, სიღრმისეულად უნდა დაინახოთ, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს