რომან გოცირიძე უმრავლესობას - ჩემო კარგებო, რევოლუციური ცვლილება ნიშნავს სწრაფ გარდაქმნას და ნუ იქცევით „ბურიდანის ვირივით“

ფრაქცია „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის პაირხელმძღვანელის განცხადება არჩევნების შემდეგ რევოლუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ არასწორად გაიგო.

„როდესაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის პაირხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რევოლუციური ცვლილებები, ეს ადამიანები ვერ გრძნობენ ამ სიტყვის მნიშვნელობას და მაინც და მაინც ბრჭყალებში უნდა ჩაუსვან. მაგრამ, ასეც რომ იყოს, მაინც ვერ გაიგებენ. წარმოიდგინეთ, ახლა რომ ვთქვა, „ქართული ოცნება“ არის „ტროას ცხენი“, ან „ბურიდანის ვირი“, რა ხმაურს ატეხავენ. იტყვიან, რომ შეურაცხყოფას აყენებენ და იტყვიან: „ვინ არის თქვენი სახედარი, ვინ არის თქვენი ულაყი?“ აღშფოთებული იქნებიან და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მიმართავენ იმის გამო, რომ ჩვენ ცხოველებად მოვიხსენიეთ. რევოლუციური ცვლილება ნიშნავს სწრაფ გარდაქმნას ჩემო კარგებო და ბოლოს და ბოლოს ნუ იქცევით „ბურიდანის ვირივით“, ჩამოყალიბდით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა