უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საკუთარ საწარმოში ასობით ადამიანს წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე ამუშავებდა

უკრაინაში დანაშაულებრივი ჯგუფის 13 წევრი დააკავეს, რომლებიც ხალხის ექსპლუატაციით იყვნენ დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პოლიცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჯგუფის წევრებს შორის არიან საქართველოს მოქალაქე და უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელთაც ოდესის ოლქში სოფლის მეურნეობის საწარმო შექმნეს, სადაც ასობით ადამიანი წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, სერგეი კნიაზევის განცხადებით, სამსახურში ძირითადად სოციალურად დაუცველი ხალხის აყვანა ხდებოდა. მათ სტაბილურ ხელფასს, საცხოვრებელსა და კვებას ჰპირდებოდნენ.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს იარაღი, ავტომობილები და ერთი მილიონი გრივნა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს მოქალაქე საკუთარ საწარმოში ასობით ადამიანს წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე ამუშავებდა - უკრაინის პოლიციის გავრცელებული კადრები

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს