გიორგი ბარამიძე - არ შეიძლება ყოველ წამს დესტაბილიზაცია იძახო, ყველას მობეზრდა ამაზე საუბარი

გაყალბებას აპირებენ კვლავ? კიდევ აპირებენ ხალხს მოპარონ თავისი არჩევანი? ამას თუ აპირებენ, ბუნებრივია, ადამიანებს აქვთ უფლება ქუჩაში გამოვიდნენ და პროტესტი გამოხატონ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ ბოლო დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

ბარამიძის თქმით, ოპოზიციის დადანაშაულება დესტაბილიზაციის მცდელობაში, არასერიოზულია.

„მე მგონი, ყველას მობეზრდა და ღიმილის მომგვრელია ამ თემის ასე გაბაიბურება. არ შეიძლება დესტაბილიზაცია ყოველ წამს იძახო. ამაში დადანაშაულება, როცა არც ერთი ფაქტი არ არის, უგუნურებაა ხელისუფლების მხრიდან. არავინ აპირებს და არც საუბრობს არანაირ დესტაბილიზაციაზე, უბრალოდ, ბუნებრივია, საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს მშვიდობიანი პროტესტი, თუკი ხელისუფლებამ

გააყალბა არჩევნები. გაყალბებას აპირებენ კვლავ? კიდევ აპირებენ ხალხს მოპარონ თავისი არჩევანი? ამას თუ აპირებენ, ბუნებრივია, ადამიანებს აქვთ უფლება ქუჩაში გამოვიდნენ და პროტესტი გამოხატონ. ამას ეძახიან დესტაბილიზაციას და ამას უკრძალავენ ხალხს?"- განაცხადა ბარამიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს