პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ფინანსთა მინისტრმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარადგინოს, ვერც განმეორებითი რეგისტრაციის შემდეგ გაიხსნა

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ფინანსთა მინისტრმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარადგინოს, ვერც განმეორებითი რეგისტრაციის შემდეგ გაიხსნა.

განმეორებითი რეგისტრაციის დროს ტაბლოზე სხდომათა დარბაზში 78 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა, თუმცა უმცირესობის ინფორმაციით, ამ რაოდენობის დეპუტატებს რეგისტრაცია არ გაუვლია და პულტების გამოყებას ჰქონდა ადგილი.

თავად ოპოზიციის წარმომადგენლები რეგისტრაციის პროცედურას არ გადიან და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ პარლამენტში, სადაც მთავარი ფინანსური დოკუმენტი გადის, უმრავლესობა საკმარისი რაოდენობით წარმოდგენილი არ არის.

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიცია საბოტაჟსა და პოლიტიკურ დემარშში დაანაშაულეს. ამასთან, მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ, მაგრამ რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრეს დეპუტატებმა: რომან კაკულიამ, ეკა ბესელიამ, გოდერძი ჩანქსელიანმა და გოჩა ენუქიძემ.

სხდომათა დარბაზში ამჯერად 10 წუთიანი ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო