„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი - მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან ძნელია პროგნოზირება, რა მიმართულებით წავა ლარის კურსი

მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან ძნელია პროგნოზირება, რა მიმართულებით წავა ლარის კურსი, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახაბერ კიკნაველიძემ ჟურნალისტებს ლარის კურსზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კიკნაველიძემ აღნიშნა, კურსის მერყეობის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორები ჩამოდიან და ფულს ეკონომიკაში დებენ, მათ შორის, ლარის ფასიან ქაღალდებში.

„ბოლო 1 თვის განმავლობაში ცვლილებები ვალუტის კურსში არის მოლოდინებზე დაფუძნებული. მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან ძნელია პროგნოზირება, რა მიმართულებით წავა ლარის კურსი, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ, ჩამოდიან და ინვესტიციებს დებენ ამ ეკონომიკაში, მათ შორის, ლარის ფასიან ქაღალდებში და ეს უკვე ვნახეთ გასულ კვირას“, - განაცხადა კიკნაველიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს