გია ვოლსკი - საპარლამენტო უმცირესობის დღევანდელი ქმედება  ბოიკოტად შეიძლება შეფასდეს

საპარლამენტო უმცირესობის ქმედება ბოიკოტად შეიძლება შეფასდეს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომის გახსნამდე განაცხადა.

სხდომაზე რეგისტრაცია ორჯერ ჩატარდა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგისტრაცია არ გაიარეს, ვინაიდან მათი თქმით, პარლამენტში, სადაც მთავარი ფინანსური დოკუმენტი გადის, უმრავლესობა საკმარისი რაოდენობით არ არის წარმოდგენილი.

„გასაგებია, პოლიტიკური დემარში გარკვეული ფორმაა, მაგრამ დღევანდელ განხილვაზე ეს ქმედება უკვე ბოიკოტად შეიძლება შეფასდეს. რაც ქვეყნისთვის არ არის კარგი“, - მიმართა გია ვოლსკიმ უმცირესობას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ფინანსთა მინისტრმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარადგინოს, ვერ გაიხსნა.

რეგისტრაცია ორჯერ ჩატარდა, პირველად ქვორუმი არ იყო, ხოლო განმეორებითი რეგისტრაციის დროს ტაბლოზე სხდომათა დარბაზში 78 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა, თუმცა უმცირესობის ინფორმაციით, ამ რაოდენობის დეპუტატებს რეგისტრაცია არ გაუვლია და პულტების გამოყებას ჰქონდა ადგილი.

პლენარული სხდომა 16:00 საათამდე გადაიდო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა