თამარ ჩუგოშვილი - საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით

საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებით და მათ შორის ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს შეფასებები, შედარებები და ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან და მათთან შედარებითაც კი, საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობა არსებობს.

„ეს არის მუდმივი პროცესი. ყველა ქვეყანაში რაღაც დონეზე არსებობს ეს პრობლემა და ქვეყნებმა ყოველთვის პროცესი სულ უნდა დახვეწონ იმისათვის, რომ ებრძოლონ კორუფციას. ჩვენც გვაქვს ასეთი მოწოდებები ამ რეზოლუციაში, რომ ინსტიტუციები და მექანიზმი, რომელიც კორუფციას ებრძვის იყოს, კიდევ უფრო გამართული, დახვეწილი და ეფექტური, ამაზე მოგვიანებით გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა