„ქართული ოცნების“ დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ჩვენ არ დაგვიმალავს ვახტან გომელაურის აჭარაში ვიზიტი

ჩვენ არ დაგვიმალავს ვახტან გომელაურის აჭარაში ვიზიტი,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის კაბინეტში საარჩევნო პერიოდში უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

რაც შეეხება მურმან დუმბაძის განცხადებას საარჩევნო პროცესებში სუს-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, ამას ირაკლი ჭეიშვილი აბსურდულს უწოდებს.

„ჩვენ არც დაგვიმალავს, რომ გომელაური ჩამოვიდა და იმყოფებოდა თორნიკე რიჟვაძის კაბინეტში. ჩამოვიდა იმიტომ, რომ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, უბნებზე არეულობის შესაძლო მცდელობის შესახებ. საუბარი იყო, თუ როგორ უზრუნველყოთ არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება. უხერხულია, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში აკეთებდე განცხადებას და ვინმეს გაყალბებას აბრალებდე", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის აჭარაში სტუმრობას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სუს-ის უფროსის აჭარაში სტუმრობის ამოცანაა, საარჩევნო პროცესებში ჩართულობით ხმების მობილიზება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს