თამარ ჩუგოშვილი -  მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ძალიან ხშირად ვხდებით თავდასხმის ობიექტი

მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ძალიან ხშირად ვხდებით თავდასხმების ობიექტი, - ასე ეხმაურება პოლიტიკაში მყოფი ქალების მიმართ განხორციელებულ აგრესიას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, საჯარო სივრცეში ქალების მიმართ არის განსაკუთრებული აგრესია.

„მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია, მაშინ როგორც ჩანს, იზრდება აგრესია. კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ მხოლოდ აგრესიის გამოხატულება არ არის და სხვადასხვა გამონათქვამები კონკრეტულ მუქარაში გადადის. ყველამ ამ ქვეყანაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი რამ და არ შეიძლება, როდესაც ვიღაც არ მოგწონს, არ ვეთანხმებით ან პოლიტიკურად გემოვნებაში არ ჯდება, არ ნიშნავს რომ მუქარაზე გადავიდეთ და ძალადობისკენ მოვუწოდებდეთ. ეს არ არის ნორმალური. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ მოვლენებს. თუ მუქარის ხარისხი აღწევს იმ ხარისხს, რომ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მაშინ სამართალდაცავმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ რეაგირება. ქალების მიმართ აგრესია ხშირად განსაკუთრებით მაღალია. მე ეს ჩემს თავზეც გამომიცდია და ყველა ქალს გამოუცდია, ვინც რაღაც ფორმით საჯარო სივრცეშია, ეს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო