ფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს.

კვორუმის პრობლემის გამო 12:00 საათისთვის დანიშნული პარლამენტის პლენარული სხდომა 16:15 საათზე დაიწყო.

პარლამენტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს იხილავს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, შემოსავლები გაზრდილია 375 მლნ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - 268 მლნ ლარით. ასიგნებები 12 მლრდ 997 მლნ ლარს აღწევს.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, ძირითადი პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმდა. პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 4,5%-ს შეადგენს; მშპ-ს დეფლატორი - 3,5%; ინფლაცია - 3,0%; საბიუჯეტო დეფიციტი - 2,6%.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები პირველ წარდგენასთან შედარებით იზრდება 357.0 მლნ ლარით, მათ შორის: გადასახადები - 80 მლნ ლარით; გრანტები - 102 მლნ ლარით, ძირითადად ევროკავაშირთან არსებული საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში; კრედიტები - 145 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება 90 მლნ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები პირველ წარდგენასთან შედარებით 268.0 მლნ ლარით იზრდება. მათ შორის, სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის 50 ლარის ღირებულების პაკეტის გასაცემად (20 ლარიანი ფულადი დახმარება + 30 ლარიანი კვების ვაუჩერი) - 70 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროს აღჭურვისთვის - 92 მლნ ლარი; საკრედიტო საგარანტიო სქემის ასამოქმედებლად მეწარმეობის განვითარების პროგრამას ემატება 10 მლნ ლარი და ჯამურად ამ მიმართულებით 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული.

იზრდება გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით და ჯამურად რეგიონებში გაზიფიცირებისათვის გაიხარჯება 40 მლნ ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 34 მლნ ლარით, მათ შორის, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის 10 მლნ ლარი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს