თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  Lions Clubs International-ის საერთაშორისო პრეზიდენტის მიღების ცერემონია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Lions Clubs International-ის საერთაშორისო პრეზიდენტის გუდრუნ ბიორტ ინგვადოტირის მიღების ცერემონია ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებაზე საერთაშორისო ლაიონს კლუბების (LCIF) მიერ დაფინანსებული პროექტის - "სიბრმავისა და მხედველობის გაუარესების პრევენციის" პრეზენტაცია მოხდა.

„პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ოფთალმოლოგიური მომსახურების გაუმჯობესებას ღარიბ და სიღარიბის ზღვარს ქვევით მცხოვრები თბილისის, დმანისის და ბოლნისის რაიონების მოსახლეობაში, დაეხმაროს უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პაციენტებს. პროექტის მთავარი ფოკუსია გლაუკომის, კატარაქტის, რეფრაქციული მანკებისა და დიაბეტური რეთინოპატიის დროული გმოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა. პროექტი განხორციელდება რამოდენიმე მიმრთულებით: სამიზნე მოსახლეობის სკრინინგი, დიაგნოსტირება და მკურნალობა (თერაპიული და ქირურგიული); მოსახლეობის ცოდნის ამაღლება სიბრმავის რისკ ფაქტორების და თვალის დაავადების საშიში ნიშნების შესახებ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების დატრეინინგება მათი პროექტში მოხალისეებად ჩართვის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თსსუ-ს ინფორმაციით, ღონისძიება ქართული ცეკვითა და სიმღერით გაიხსნა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა წარადგინა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ „ლაიონს ინთერნეიშენალის“ პრეზიდენტი გუდრუნ ინგვადიტორი და „ლაიონს ინთერნეიშენალის“ საერთაშორისო დირექტორი იორნ ანდერსენი, „ლაიონების“ თვალის კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული-პროფესორი ნინო კარანაძე, პროექტის - "სიბრმავისა და მხედველობის გაუარესების პრევენცია" ადმინისტრატორი ეთერ სულაძე, თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე და ლაიონს კლუბის წევრი, პროფესორი გია თომაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი რუსუდან კვანჭახაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს პენსიონერთა კავშირის“ წარმომადგენელი რიტა ბაინდურაშვილი.

ამასთან, ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და „ლაიონს კლაბ ინტერნეიშენალს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

„ცნობისთვის, Lions Clubs International-ი მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია არის, რომელიც 1917 წლიდან დღემდე სხვადასხვა ქვეყანაში ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებს.

ის ამ სფეროში გლობალური ლიდერია. ორგანიზაციის შემოწირულობებით იქმნება ფონდები, რომლებიც სხვადასხვა პროექტებს ხმარდება. ორგანიზაციის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია- სიბრმავისა და თვალის მძიმე დაავადებების პრევენცია, ახალგაზრდა თაობაზე და განათლებაზე ზრუნვა, სტიქიური უბედურებებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ბავშვთა სიმსივნური დაავადებები, დიაბეტის და მისი თანმხლები გართულებების ადრეული გამოვლენა და პრევენცია, შიმშილის დაძლევა, გარემოს დაცვა.

Lions Clubs International-ის ქსელი 200–ზე მეტ ქვეყანასა და გეოგრაფიულ ზონას მოიცავს. მასში გაერთიანებულია 1400000 ადამიანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო