„თიბისი ბანკის“ შვილობილი კომპანია „თიბისი ლიზინგი“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

„თიბისი ბანკის“ შვილობილი კომპანია „თიბისი ლიზინგი“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, კომპანია, რომლის ჯამური პორტფელიც დღეს უკვე 235 მლნ ლარამდეა და ბაზრის 70%-ზე მეტი წილი უკავია, ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც მომხმარებელს ლიზინგის პროდუქტი შესთავაზა.

„თიბისის“ შვილობილ კომპანიას გააჩნია სხვადასხვა მიმართულებები და ინიციატივები. ბიზნესის მიმართულებით, „თიბისი ლიზინგი“ 1,000-მდე კლიენტთან თანამშრომლობს. კომპანია ასევე ხელს უწყობს სტარტაპების დაფინანსებას.

„თიბისი ლიზინგი“ ასევე ცდილობს წვლილი შეიტანოს ეკო გარემოს შექმნაში ენერგოეფექტური ტექნიკის დაფინანსების გზით.

ლიზინგის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საიტზე tbcleasing.ge“-ნათქვამია „თიბისი“ ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა