ჭუბერში „ნენსკრა ჰესის“ მშენებელობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

„ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ - სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნენსკრა ჰესიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად 5 ივლისის სტიქიის გამო დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს. შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება გაუდვილდება, სამშენებლო კომპანია კი მომდევნო დაზიანებულ მონაკვეთზე მიიღებს წვდომას მისი შემდგომი აღდგენისთვის.

აღნიშნული მონაკვეთის აღსადგენად შემდეგი სამუშაოები განხორციელდება: დროებითი არხის გაყვანა მდინარის დინების მიმართულების შესაცვლელად, დამცავი ნაპირსამაგრი სამუშაოები, ქვაყრილის მოწყობა და შემდგომ მდინარის პირვანდელ კალაპოტში მოქცევა.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკის 10-მდე ერთეული.სამუშაოებს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანია „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს. მოსამზადაბელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა