ფინანსთა მინისტრი სააკაშვილის განცხადებაზე - უპასუხისმგებლოდ ითქვა, თითქოს ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ტურიზმი, ისეთი სიტყვები იყო გამოყენებული, როგორიც არის - ჯღანი ტურისტები

„ბოლო პერიოდში ძალიან არასამართლიანად და უპასუხისმგებლოდ ითქვა, რომ თითქოს ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ტურიზმი, ისეთი სიტყვები იყო გამოყენებული, როგორიც არის - ჯღანი ტურისტები,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. ამით ფინანსთა მინისტრი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის საუბრობს, რომ „საქართველოს მდიდარი ტურისტები სჭირდება და არა ჯღანები რომ შემოდიან.“

ივანე მაჭავარიანის თქმით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, არჩიოს ვინ არის კარგი და ვინ ცუდი ტურისტი.

„ბოლო პერიოდში ძალიან არასამართლიანად და უპასუხისმგებლოდ ითქვა, რომ თითქოს ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ტურიზმი, ისეთი სიტყვები იყო გამოყენებული, როგორიც არის - ჯღანი ტურისტები. ჯერ ერთი ეს არასწორია. ჩვენ ხარისხობრივი გაუმჯობესება გვაქვს ტურიზმში და აქაც ჩვენ არა მარტო რაოდენობრივი ზრდა გვაქვს ტურისტების, არამედ თითოეულ ტურისტზე მიღებული შემოსავალი მატულობს.

საქართველოში არამეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რიცხვი მატულობს. ესეც ხარისხობრივი კომპონენტია. მეზობელი, რომლისთვისაც უბრალოდ ლოჯისტიკურად იოლია, რომ შემოიაროს შენთან - ეს სხვაა და ადამიანი სპეციალურად რომ ირჩევს ამ ქვეყანას, როგორც ტურისტულ მიმართულებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმკვიდრებთ ძალიან მნიშვნელოვან ადგილს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვისხდეთ და ვარჩიოთ, ვინ არის კარგი და ცუდი ტურისტი. ამ ეტაპზე ყველა ტურისტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო