საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების  შესახებ გამოცემული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ და „რეფორმატიქსის“ მიერ გამოცემული წიგნის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება“ პრეზენტაცია გაიმართა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს ტრილოგიის ნაწილს, რომელიც ეძღვნება ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) ახსნა-განმარტებას. გამოცემა 4 ნაწილისგან შედგება, რომელთა შინაარსიც შემდეგნაირია: პოლიტიკის პრინციპები, სამართლის უზენაესობა და საგარეო პოლიტიკა; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახმება; ეკონომიკური თანამშრომლობა; სამართლებრივი და ინსიტუციონალური დებულებები.

წიგნის პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა სადისკუსიო ნაწილი, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორების წარმომადგენლები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე, გამოწვევებსა და პროგრესზე მსჯელობდნენ. აღნიშნული დისკუსიის მოდერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი იყო. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, „რეფორმატიქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და პარტნიორმა თამარ კოვზირიძემ და „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მეცნიერმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა სთივენ ბლოკმანსმა.

მოხსენებების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დისკუსიაში ჩართვის საშუალება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ბიზნეს-სექტორსა და დარგის ექსპერტებს ჰქონდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა