ირაკლი სესიაშვილი - საზოგადოებაში არის ნაწილი, რომელიც შეიძლება ჩვენ მხარს არ გვიჭერდეს, მაგრამ მთლიანად ემიჯნება ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ეწეოდა

ფაქტია, რომ საზოგადოებაში არის ნაწილი, რომელიც შეიძლება ჩვენ მხარს არ გვიჭერდეს, მაგრამ მთლიანად ემიჯნება ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც 9 წლის მანძილზე „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

„როცა „ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბდა და გარკვეული ნაწილი გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ჰქონდათ ერთგვარი არგუმენტები. ერთ-ერთი იყო ის, რომ მათ შორის იყო განსხვავება, თუ როგორ უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. გაკეთდა მინიშნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა იყო ძალადობრივი და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ - არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ანუ მათი წყალგამყოფი იყო ძალადობა. შესაბამისად, როცა პირველი ტური დასრულდა და „ევროპულმა საქართველომ“ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა, მაშინვე ვთქვი, ეს არ ნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები ავტომატურად „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდნენ მხარს. მე მახსენდება პერიოდი, როცა ისინი ერთმანეთის ლანძღვით იყვნენ დაკავებულები. ეს ლანძღვა იყო არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, ანუ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, არამედ ქვედა ეშელონებშიც“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, რაიონებში მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაიყვნენ, მათი ქვედა რგოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„ის პროცესი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, მე ვფიქრობ ბუნებრივია და ნუ შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ევროპული საქართველო“ მოგვაწეროს ჩვენ, თითქოსდა რაიმე ტიპის ჩარევით მოვახდინეთ მათი დაშლისთვის ხელის შეწყობა. ფაქტია ის, რომ საზოგადოებაში არის ნაწილი, რომელიც შეიძლება ჩვენ მხარს არ გვიჭერდეს, მაგრამ მთლიანად ემიჯნება ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, ნებისმიერ დესტაბილიზაციას, რომელსაც თავის დროზე, 9 წლის მანძილზე „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა. ეს ძალადობა იყო ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის ბუნებრივი და მეტიც, მოლოდინი უნდა იყოს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ჩემი აზრით ლოგიკური პოლიტიკური გაგრძელება იქნება”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა