ივანე მაჭავარიანი - მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს, როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის, ისე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა განაგრძობს რეფორმებს, როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის, ისე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. როგორც ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას აღნიშნა, დაინერგება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემა, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გათვლილი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიხედვით.

„სავალუტო ფონდთან აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ და პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისი ფისკალური წესების დოკუმენტი, მიმდინარეობს მუშაობა დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების ავტომატური სისტემის, ავტომატური ელექტრონული დეკლარირების სისტემის დანერგვაზე და სხვა რეფორმებზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა