თამარ ტალიაშვილი ლევან ხაბეიშვილს - ისეთი პოლიტექნოლოგები გყავთ მოწვეული თქვენს „შტაბ კვარწირაში“, რომლებმაც არ იციან რა არის დემოკრატია

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე არჩევნების მეორე ტურთან და ბაგა-ბაღებში გათავისუფლებულ დირექტორებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში დესტრუქციულ და დამანგრეველ მიზნებს ემსახურება და ამის ნათელი მაგალითი გრიგოლ ვაშაძის პიარ-ტექნოლოგის, შკრიალოვის აღიარებითი ჩვენებაა.

ტალიაშვილის თქმით, ამ ჩვენებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიას წერტილი დაუსვა.

„არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესია. თქვენ ამ გზით არასდროს მიდიოდით და ყოველთვის აყალბებდით არჩევნებს. თქვენ ისეთი პოლიტექნოლოგები გყავთ მოწვეული თქვენს „შტაბ კვარწირაში“, რომლებმაც არ იციან რა არის დემოკრატია“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

რაც შეეხება ბაგა-ბაღებში გათავისუფლებულ დირექტორებს, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია სპეკულირებს საბავშვო ბაღების თემით და მუდმივად ცდილობს გადაფაროს სისტემის განვითარების მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები და განხორციელებული რეფორმები, რაც სწორედ, დედაქალაქის მმართველობაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან დაიწყო და მიმდინარეობს.

„ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თბილისში 21 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გავხსენით და ყოველწლიურად დამატებით ათასობით ოჯახს ვაწვდით სკოლამდელი განათლების სერვისს. ბავშვების რაოდენობა 52 300-დან 61 000-მდე გავზარდეთ. ბაღებში დაგვხვდა განადგურებული ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული სველი წერტილები და ოთახები, არ იყო ცენტრალური გათბობა და ეზოებში უსაფრთხოების ელემენტარული ნორმებიც კი არ იყო დაცული. 2014 წლიდან თბილისში 100-ზე მეტ ბაღში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, ყველა საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, 100-მდე ბაღში მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები და ახალი ღობეები; ინკლუზიური განათლების უმაღლესი სტანდარტების დანერგვისა და განხორციელების მიზნით, საბავშვო ბაგა-ბაღებში, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, თანამედროვე მეთოდები დაინერგა და შეიქმნა ახალი სტანდარტები; 70-მდე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა პანდუსი; განახლდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა ყველა ბაგა-ბაღის სამზარეულო, ასევე, ყველა საბავშვო ბაღს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეცპედაგოგის შტატი“, - განაცხადა დეპუტატმა.

თამარ ტალიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მათი მმართველობის დროს საარჩევნო შტაბებად გადაკეთებული და გასხვისებული 47 ბაღის თემაც შეახსენა.

რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში  თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით
შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან
Jeep-ის ცენტრში დიდი ფასდაკლების აქცია დაიწყო