ივანე მაჭავარიანი - მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით ვიქნებით ლიდერები რეგიონში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით ვიქნებით ლიდერები რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 4.5% ეკონომიკურის ზრდის პროგნოზით.

„9 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა შეადგენს 4.9%-ს, განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5.0% იქნება. 2019 წელთან დაკავშირებით ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელთან ერთადაც გაანალიზდა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რის შემდგომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ბიუჯეტი დაიგეგმოს ეკონომიკური ზრდის 4.5%-იან პროგნოზზე და თუ ფაქტიურად უფრო მაღალი ზრდა გვექნება, მომდევნო წლის შუა პერიოდში მზად ვართ, რომ დავაკორექტიროთ ბიუჯეტი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა