ფინანსთა მინისტრი - აბსურდული მოსაზრებები, როგორიც არის 400- ლარიანი პენსია და ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა მოითხოვს მსხვერპლს და ვერ ვცდებით პოპულიზმს, ჩემი თხოვნაა, მაინც შევინარჩუნოთ საღი აზრი, - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ.

მისი თქმით, კრიტიკა მისაღებია, თუმცა აბსურდული დაპირებების გაცემა და ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის განვითარებას.

„პრაქტიკულად, ყველა მაჩვენებელში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, არა მარტო რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი. ეს არაერთხელ აღნიშნა სავალუტო ფონდმა. ჩვენი რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე, როგორც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნის, როგორც ფისკალურად პასუხისმგებლიანი ქვეყნის, არის ძალიან მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა მოითხოვს მსხვერპლს და ვერ ვცდებით პოპულიზმს, ჩემი თხოვნაა, მაინც შევინარჩუნოთ საღი აზრი. წარმოუდგენელია რაიმე ისეთი იდეის, ან ინიციატივის გატარება, რომელიც მნიშვნელოვნად დაარღვევს ამ ჩვენს მაკროეკონომიკურ ჩარჩოს. ის, რაც ჩვენ ამ გზიდან ამოგვაგდებს, ან პრაქტიკულად გადაგვიყვანს სხვა გზაზე, ის საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში, იქნება დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამ გზაზე, ამ მიმართულებით რამდენიც გნებავთ ვაკრიტიკოთ ერთმანეთი. დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ ბიუჯეტში უამრავი იქნება ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება გაუმჯობესება, იქნება ეს პროგრამები თუ სხვა, მაგრამ აბსურდული მოსაზრებები, ისეთი როგორიც არის 400- ლარიანი პენსია და ა.შ. ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას. ეს არის ჩემი ექსპერტული და მოკრძალებული თხოვნა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა