აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იდეა, ევროპული არმიის შექმნის თაობაზე, კვლავ გააკრიტიკა.
„ემანუელ მაკრონი ევროპის, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთისგან დაცვისთვის საკუთარი არმიის შექმნის იდეით გამოდის. თუმცა, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში გერმანია იყო. რა შედეგი გამოიღო ამან საფრანგეთისთვის?! მათ პარიზში გერმანულის სწავლა მანამ დაიწყეს, ვიდრე აშშ გამოჩნდებოდა. გადაიხადეთ ნატო-სთვის ან არა“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-სგან დამოუკიდებელი ევროპული შეიარაღებული ძალების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. თავის მხრივ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნული ინიციატივა შეურაცხმყოფელად შეაფასა. მისი თქმით, ევროპამ ნატო-ს ბიუჯეტში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს სამართლიანად.