მეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ღონისძიება მიმდინარეობს.
მეტეხის ხიდზე მივიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მეტეხის ხიდზე ასევე იმყოფებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამაუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
ხიდზე იმყოფება მრევლი, სასულიერო პირები ყვავილებითა და სანთლებით.
ამ წუთებში მეტეხის ხიდზე მოწყობილ სცენაზე მონო სპექტაკლი მიმდინარეობს, რომლითაც შეკრებილები 100 000 მოწამის ისტორიის ამსახველ მოვლენებს ეცნობიან.
თეატრალური წარმოდგენის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდის, ასევე მრევლი და სასულიერო პირები წმინდა 100 000 მოწამის პატივსაცემად მტკვარში ყვავილებს ჩაყრიან.