ირაკლი აბესაძე ივანე მაჭავარიანს - იქნებ  საღი აზრის ფარგლებში და ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე აღიაროთ კორუფციის არსებობა თქვენს მთავრობაში

იქნებ საღი აზრის ფარგლებში და ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე აღიაროთ კორუფციის არსებობა თქვენს მთავრობაში, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს პარლამენტში, საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

ირაკლი აბესაძის თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი თანხა ან აუთვისებელი რჩება, ან ხდება კორუფციის წყარო ხელისუფლებისთვის. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა.

„თქვენ პირველი არ ბრძანდებით, ბატონო ვანო, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობას გამოსავლად შესთავაზა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ შარშანაც ქვეყნის პრემიერ კვირიკაშვილისგან ვისმენდით, რომ ქვეყნის სივრცითი განვითარება და ინფრასტრუქტურული მოწყობა სწორედ უნდა ყოფილიყო ქვეყნის პრობლემებიდან გამოყვანის ერთ-ერთი წინაპირობა. მაინტერესებს, რა ხდება მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით? ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ახერხებს 900 მილიონი ლარის დახარჯვას მილიარდ 800 მილიონიანი ბიუჯეტიდან. აქედან 600 მილიონი ლარი ჯერ კიდევ აუთვისებელია კაპიტალური გზების და ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის. და რატომ?! ერთ ძალიან კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით, სამტრედია- გრიგოლეთის მონაკვეთზე დაყრდნობით მე მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველ ეტაპზე შემსრულებელმა კერძო კომპანიამ თითქმის 45 მილიონი ლარი მიითვისა ბიუჯეტიდან და დღემდე ვერ ხერხდება ამ ფულის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში. შემდეგ ასეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ასევე კორუფციულად, კორუფციული მიზნებისთვის არაკომპეტენტურად შედგენილი პროექტით და დღეს უკვე აშენებულ გზას აქვს ტექნიკური პრობლემები და მისი გახსნა არ შეგიძლიათ.

იქნებ საღი აზრის ფარგლებში და ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე აღიაროთ კორუფციის არსებობა თქვენს მთავრობაში. აღიაროთ, რომ რასაც სახელმწიფოსთვის უნდა მოჰქონდეს მილიონობით ლარი, ჭამს კორუფცია და ჭამენ ჩინოვნიკები და აღიაროთ, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით თუნდაც 2017 წელთან მიმართებით 600 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი არის არარეალური და ამ თანხების უკეთესად მოხმარება შეუძლია ბიუჯეტს“,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს