სერგო რატიანი უმრავლესობას - რატომ ატყუებთ მასწავლებლებს?!

მესამე წელია ატყუებთ მასწავლებლებს და ფაქტობრივად, 60 ათასი მასწავლებლიდან 6 ათასს აქვს 800 ლარი და ოდნავ მეტი ხელფასი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, 2019 წლის ბიუჯეტში საჭიროა დამატებით 40 მილიონი იმისთვის, რომ ეს დაპირება „ქართული ოცნების“ გუნდმა შეასრულოს.

„2016 წლიდან არის დაპირება პედაგოგების მიმართულებით თქვენი გუნდის, რომ 800 ლარი უნდა ჰქონდეს საშუალოდ პედაგოგს ხელფასი. იმის მერე, მესამე წელია ატყუებთ მასწავლებლებს და ფაქტობრივად, 60 ათასი მასწავლებლიდან 6 ათასს აქვს 800 ლარი და ოდნავ მეტი ხელფასი. დღესაც შემოიტანეთ ბიუჯეტი და ეს ფაქტობრივად არ ჩანს. თქვენს პრემიერსაც ჰქონდა დაპირება, რომ 2018-2019 წლებში გაიზრდებოდა მასწავლებლების ხელფასი. დღეს მომესმა თუ ასე თქვით, რომ 30%-ით იზრდება ხელფასიო? ეს რა არითმეტიკით არის? ჯერჯერობით 6 ათასი მასწავლებელია, ვინც იღებს 800 ლარს, შესაბამისად, 18- მილიონიანი მატება ვერაფერს შველის, საჭიროა დამატებით 40 მილიონი იმისთვის, რომ შეასრულოთ ეს ამბავი. მითხარით, წელსაც რატომ არ ჩაიდო დამატებითი თანხები ბიუჯეტში და რატომ ატყუებთ მასწავლებლებს?!- განაცხადა რატიანმა.

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის