გიგა ბოკერია ფინანსთა მინისტრს - არის თუ არა ეკონომიკისთვის მავნებლური და საზიანო მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები მოსალოდნელი არეულობების შესახებ

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრს მიმართა განმარტოს, არის თუ არა ეკონომიკისთვის მავნებლური და საზიანო მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები მოსალოდნელი არეულობების შესახებ.

“ხომ სწორად მესმის თქვენი პოზიცია, რომ ნებისმიერი მოლოდინი ძალადობის, არეულობისა და ქაოსის შესახებ ეკონომიკასა და ლარის კურსზე ცუდად მოქმედებს. თქვენ ალბათ თვლით, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციამ შეიძლება არჩევნები მოიგოს. მოისმინეთ თუ არა თქვენი პოლიტიკური თანაგუნდელების განცხადებები, რომ თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, იქნება სამოქალაქო ომი. ასევე, ვრცელდება განცხადებები, რომ თუ ოპოზიცია წააგებს, არეულობას მოაწყობს, ანუ არეულობა ყველა ვარიანტში იქნება. არის თუ არა ეს უპასუხისმგებლო, მავნებლური და საზიანო განცხადებები? თუ ამაში მეთანხმებით, თქვენი განცხადება, რომ ლარის კურსის ვარდნა არის ოპოზიციის სიბინძურისა და რიტორიკის ბრალი, აქ აგერიათ და “ქართული ოცნება“ უნდა გეთქვათ და ოპოზიცია წამოგცდათ?“, - მიმართა გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს იხილავს, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა