საქართველოს ეროვნული ლატარია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ლატარია, ანიმაციური რგოლის დამზადების მიზნით, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ლატარიიდან აცნობეს, კონკურსის საპრიზო ფონდი 2500 ლარია, გამარჯვებული რგოლის ავტორს გადაეცემა 1500 ლარის ფულადი პრემია, მისი ნამუშევარი კი ჩაეშვება საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეკლამო კამპანიაში. საპრიზო ფონდის დანარჩენი თანხა გადანაწილდება კონკურსის იმ მონაწილეებზე, რომელთა ნამუშევრებიც ათ საუკეთესო ანიმაციურ რგოლს შორის მოხვდება.

ანიმაციური ვიდეორგოლი უნდა იყოს 15-დან 17 წამამდე, უნდა ჯდებოდეს საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეკლამო კონცეფციაში და პასუხობდეს კომპანიის სლოგანს #დაუჯერენიშნებს, #მოგებაშეუძლიაყველას.

საქართველოს ეროვნული ლატარიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას და გაზარდოს მათში მოტივაცია.

„მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, სხვადასხვა მიმართულებით განვახორციელოთ სხვადასხვა სახის სოციალური პროექტები და ამით რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ. ამ ეტაპზე გამოვაცხადეთ კონკურსი ანიმაციური სარეკლამო რგოლის დამზადების მიზნით ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ ანიმაციური რგოლების დამზადებისთვის საჭირო ცოდნას. ამით გვსურს, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას გავუჩინოთ მოტივაცია და ხელი შევუწყოთ მათ წარმატებას“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ლატარიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა.

კონკურსი 15 ნოემბერს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე: pr@lotto.ge და დააფიქსირონ კონკურსში მონაწილეობის სურვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა