ოთარ კახიძე ფინანსთა მინისტრს - ბატონმა ბიძინამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ რადიკალურად გადაიხედებოდა პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები, თუ არ ემორჩილებით პარტიის თავმჯდომარის ამ მოწოდებას?!

ბატონმა ბიძინამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ რადიკალურად გადაიხედებოდა პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები, თუ თქვენ არ ემორჩილებით პარტიის თავმჯდომარის ამ მოწოდებას?!, - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მიმართა. მისი თქმით, წარმოდგენილ ბიუჯეტში, სადაც პენსიის 20 ლარით გაზრდაზეა საუბარი, ეს თანხა შარშან უკვე გათვალისწინებული იყო.

„ჩემი კითხვა ეხება თქვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას, რომელიც 5 ნოემბრით თარიღდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები რადიკალურად უნდა გადაიხედოს. თქვენ მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში, სადაც გვთავაზობთ 20-ლარიან ზრდას პენსიის, ეს უკვე შარშან იყო გათვალისწინებული. ანუ შარშან როდესაც თქვენი წინამორბედი, ბატონი ქუმსიშვილი აქ ბრძანდებოდა, მან განაცხადა, რომ 2019-ში პენსია 20 ლარით გაიზრდებოდა, 2020-ში კიდევ 20 ლარით. ანუ ეს არ არის არც სიახლე და არც რადიკალური გადახედვა მით უფრო, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი და ფასების ზრდა ამ განსხვავებას პრაქტიკულად ჭამს. ამიტომ ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ბატონმა ბიძინამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ რადიკალურად გადაიხედებოდა პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები, თუ თქვენ არ ემორჩილებით პარტიის თავმჯდომარის ამ მიმართვას და თქვენი ბიუჯეტი აცდენილია ამ მოწოდებას?,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო