რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს - პენსიას გავზრდით, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში და თქვენ ამას დაინახავთ

ჩვენ პენსიას გავზრდით, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში და თქვენ ამას დაინახავთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

რომან გოცირიძემ კონკრეტული კითხვებით მიმართა ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭვარიანს, რატომ არ გაიზარდა პენსია, როგორც შარშან, ასევე 2018 წელს.

„ტრიბუნიდან იყო დემაგოგიური განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს, ახლა, დღესვე ამბობს ვიღაც, რომ პენსიას გავზრდით 400 ლარამდე. ჩვენ პენსიას გავზრდით, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში და თქვენ ამას დაინახავთ. ამიტომ მინისტრისადმი ასეთი შეკითხვა მაქვს - რატომ არ გაიზარდა, პენსია შარშან, თუნდაც 20 ლარით, რატომ არ გაიზარდა პენსია წელს, თუნდაც 20 ლარით?! ეს იქნებოდა 220 ლარი. ეს იქნებოდა იმაზე ნაკლები ვიდრე დღეს არის პენსია სომხეთში. პენსია სომხეთში 230 ლარია. საერთოდ, რატომ იყვნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პენსიონერები დაჩაგრული“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს განაცხადა, რომ აბსურდული მოსაზრებები, როგორიც არის 400- ლარიანი პენსია და ავანტიურისტული მოწოდებები, საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო