ირმა ნადირაშვილი ვანო მაჭავარიანს - როგორ აძლევთ თავს უფლებას, რომ მასშტაბური წარმომადგენლობითი ხარჯი გასწიოთ, როცა ბავშვები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და პენსიონერები წამლებს ვერ ყიდულობენ

როგორ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, რომ მასშტაბური წარმომადგენლობითი ხარჯი გასწიოთ, როცა იცით, რომ ბავშვები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და პენსიონერები ვერ ყიდულობენ წამლებს, - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ნადირაშვილმა ფინანსთა მინისტრს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა გაახსენა, რომლის თანახმად, ხელისუფლებამ 2017 წელს 12 მილიონის წარმომადგენლობითი ხარჯი გასწია.

„მინდა გავიხსენო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთი კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები იზრდება მუდმივად. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წელს ეს ხარჯები იყო ყველაზე დიდი და მიაღწია 12 მილიონს. შემდეგ დათვალეს და ამ ორგანიზაციამ გვითხრა, რომ მთავრობა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის დღეში 27 ათას ლარს ხარჯავს. ბატონო მინისტრო, სხვა კვლევაც არსებობს. მაგალითად, ის, რომ 40 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მე მაინტერესებს, როგორ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, რომ ასეთი მასშტაბის წარმომადგენლობითი ხარჯი გასწიოთ, როცა იცით, რომ ასეთი მონაცემებია, ბავშვები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, პენსიონერები ვერ ყიდულობენ წამლებს. როგორ აძლევთ თქვენ თავს უფლებას, რომ ასეთი მასშტაბის ხარჯები გაიღოთ?!“, - მიმართა ნადირაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა