რიმა ბერაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - ჩვენ ვხედავთ საკუთარ შეცდომებს, ვაღიარებთ და ამით განვსხვავდებით თქვენგან

ჩვენ ვხედავთ საკუთარ შეცდომებს, ვაღიარებთ მათ და ამით განვსხვავდებით თქვენგან, ხალხი შეცდომების გამოსწორების საშუალებას მოგვცემს და თქვენ აღარასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ის, რომ მეორე ტური არის წინ, მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა.

რიმა ბერაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პირველივე ტურში იღებდა ხოლმე იმ შედეგს, რომელიც აწყობდა. როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემს იმის საშუალებას, რომ კვლავ წაართვან ის, რასაც წლების განმავლობაში ართმევდნენ.

რიმა ბერაძემ ზაზა სარალიძის ოჯახსაც მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ შვილმოკლული მშობლის ტკივილს ყველა იზიარებს.

„თქვენ კი, რომლებიც აანონსებთ რევოლუციასა და დესტაბილიზაციას, გეკითხებით, 150 ბიჭი რომ მიწაში ჩააწვინეთ, რომელ დედას მიუსამძიმრეთ და რომელი ოჯახის წინაშე დახარეთ თავი?! ამიტომაა, რომ ხალხს არ უნდიხართ. საზოგადოების დაკვეთაა „არა ნაციონალურ მოძრაობას!“, რასაც მეორე ტურში იხილავთ კიდეც. აღარ გვინდა სიძულვილი, შური, სავსე ციხეები, ცოცხები და კაცთა კვლა“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება
Fitch-მა ტერაბანკს საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა
სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის კომპანია "არქის" ჯილდო გადაეცა
KTW ჯგუფი გურიაში 14 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს