ოთარ გრიგოლია „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენ პირდაპირ მტრობთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას

თქვენ პირდაპირ მტრობთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, - ამ სიტყვებით მიმართა საკრებულოს დეპუტატმა ოთარ გრიგოლიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს გამართულ სხდომაზე.

თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

„ოპოზიცია ერთი მხრივ, სულ იმაზე საუბრობს, რომ ხელისუფლება ეკონომიკის წინსვლისთვის არაფერს აკეთებს, მეორე მხრივ კი, გრიგოლ ვაშაძის პიარ-ტექნოლოგი საერთაშორისო მედიით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავენ. ამით, „ნაციონალური მოძრაობა“ ინვესტორებს აძლევს სიგნალს, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადება არ შეიძლება. თქვენ პირდაპირ მტრობთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი