ხობში, საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ხობის, ფოთის, სენაკის და აბაშის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნოპბეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში 128 მოსწავლეს, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილი და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2018 წელს, პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეები, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

ღონისძიება ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს