გერმანიის ელჩი - ეს არის ოკუპაცია, თუმცა არ უნდა დავუშვათ შეცდომა და მთლიანი კონფლიქტი მხოლოდ ერთი სიტყვით არ უნდა აღვწეროთ

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები იმყოფებიან საქართველოს თანხმობის გარეშე, ასე რომ ეს არის ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშიმ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემის“ ეთერში განაცხადა.

„თქვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სიტყვას „ოკუპაციას“ და მე, რა თქმა უნდა, ეს მესმის. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები იმყოფებიან საქართველოს თანხმობის გარეშე, ასე რომ, ეს არის ოკუპაცია. თუმცა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა და მთლიანი კონფლიქტი მხოლოდ ერთი სიტყვით არ უნდა აღვწეროთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კონფლიქტი აფხაზებს, ქართველებსა და სამხრეთ ოსებს შორის წარმოიშვა ადრეულ 90-იან წლებში და რომ კონფლიქტი წარმოიშვა პოლიტიკური ცვლილებების პერიოდში და მგონია, რომ შეცდომები, სამწუხარო შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა. ასე რომ, ეს არის გრძელი ისტორია და ამ კონფლიქტს აქვს ბევრი ფენა. არის ადგილობრივი ფენა - ქართველები, აფხაზები, სამხრეთ ოსები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები; არის რუსეთის კონფლიქტის ფენა საქართველოს წინააღმდეგ და ბოლოს, არის რუსეთსა და დასავლეთს შორის განახლებული და უფრო ძლიერი კონფლიქტის გეოპოლიტიკური ფენა, რომლის დაწყებაც რუსეთის მმართველობამ გადაწყვიტა და ნაბიჯ-ნაბიჯ სხვადასხვა კონფლიქტები წამოსწია. ეს არის რთული კონფლიქტები, სადაც ყველა ჩვენგანის ჩართულობა და დიპლომატია არის საჭირო, რათა ეს კონფლიქტები მოგვარდეს. როგორც დიპლომატს, მე მჯერა, რომ კონფლიქტები შეიძლება მოგვარდეს დროთა განმავლობაში“, - აღნიშნა ელჩმა.

რაც შეეხება ამ კონტექსტში ნატო-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას, ელჩი ირწმუნება, რომ რუსეთი არ არის მოთამაშე ამ საკითხებში, ის არ არის მოლაპარაკებების მონაწილე.

„არავის აქვს უფლება ვეტო დაადოს საქართველოს უფლებას გახდეს ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი. რუსეთი არის ფაქტორი, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების პოლიტიკაში და ეს სიმართლეა. შეერთებულ შტატებსა და გერმანიას ახლო კავშირები აქვთ რუსეთთან. მე რუსეთში ვმუშაობდი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც გერმანიის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების უფროსი. შემიძლია გითხრათ, რომ რუსები სრულიად არ ყოფილან კეთილგანწყობილი ჩვენ მიმართ, არ უთქვამთ რომ ახლო კავშირები გვაქვს. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთისთვის ევროკავშირის მეირ დაწესებულ სანქციებზე. ასე რომ, საკმაოდ ცივი მხარე გვიჩვენეს და მათთან რთული საუბრებიც გვქონდა. მაგრამ ევროკავშირი არ აიღებს რუსეთისგან ნებართვას იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანებაზე იმუშავოს“, - აღნიშნა ელჩმა.

იხილეთ ვიდეო: ეს არის ოკუპაცია, თუმცა არ უნდა დავუშვათ შეცდომა და მთლიანი კონფლიქტი მხოლოდ ერთი სიტყვით არ უნდა აღვწეროთ - გერმანიის ელჩის პოზიცია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა