კახა კალაძე - 100 ათასი მოწამე არის ნათელი მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვის, მტკიცე სულის, ძლიერი ქართული ხასიათის

100 ათასი მოწამე არის ნათელი მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვის, მტკიცე სულის, ძლიერი ქართული ხასიათის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის ხსენების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს არის დღე ჩვენი მოსახლეობის გმირობის, სამშობლოს სიყვარულის, შეუდრეკელობის ნიშანსვეტი. „დღეს არის დღე ჩვენი რწმენის სიმყარის, თავდადების, ერთგულების, თავდაუზოგავი ბრძოლის; დღეს არის დღე ჩვენი მოსახლეობის გმირობის, სამშობლოს სიყვარულის, შეუდრეკელობის ნიშანსვეტი. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ თუ რა არის სამშობლოს სიყვარული; ძალიან კარგად იცოდნენ თუ რა არის ეროვნული ფასეულობები, ეროვნული იდეა, პატრიოტიზმი. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველების ყველაზე დიდი მტერი იყო შუღლი, ერთმანეთისადმი უპატივცემულობა, ერთმანეთისადმი უნდობლობა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, 100 000 მოწამე არის ნათელი მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვის, მტკიცე სულის, ძლიერი ქართული ხასიათის. ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ერი არასდროს გადაშენდება. ჩვენ გვაქვს ძლიერი სული, ძლიერი რწმენა. ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს და თითოეული ჩვენგანის ოჯახების მფარველი“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა