ივანე მაჭავარიანი - ინფრასტრუქტურული პროექტები ზუსტად იმიტომ არის დაგვიანებული, რომ ზედმეტად ვართ შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო და ზედმეტად „ვუჭერთ“

ინფრასტრუქტურული პროექტები ზუსტად იმიტომ არის დაგვიანებული, რომ ზედმეტად ვართ შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო და ზედმეტად „ვუჭერთ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შესაბამისი კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებას რამდენიმე კომპონენტი აქვს და მათ შორის ერთ-ერთი არის ოპტიმალური დაგეგმვა.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან უსამართლოდ არის ამ საკითხთან დაკავშირებული კორუფციული პრეტენზიები. მე პირადად ჩავიხედე ამ პროცესში დეტალურად. ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება დონორების მიერ. ამავდროულად, სრულად ხდება შესყიდვების პროცედურები, კონტროლდება და მეტად თავსებადია შესყიდვის სტანდარტებთან. პროექტები ზუსტად იმიტომ არის დაგვიანებული, რომ ჩვენ ზედმეტად ვართ შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო და ზედმეტად „ვუჭერთ“. ამიტომ უფრო მეტად ფრთხილები ვართ, დაგვიანების მიზეზი ზუსტად ეს არის. ის, რომ მანდ რაღაცა ტიპის კორუფციაა, არის ერთჯერადი მოვლენა. შეუძლებელია რომელიმე თანხა სადმე წავიდეს, ეს არის მიმართული თანხა კონკრეტული პროექტისთვის. დაგვიანება ასევე იმით არის გამოწვეული, რომ ზოგ შემთხვევაში ამ დონორების მიერ დადგენილი პროცედურები მართლა ძალიან რთულია. იმდენი პროცედურაა შიგნით, რომ რიგ შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ უძლებს და ჩაშლილია ეს ტენდერი, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ძალიან დიდი დრო მიაქვს. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ისიც აღიარა, რომ ერთ-ერთი კომპონენტი იყო ასევე ოპტიმალური დაგეგმვა. ეს ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას ლარის კურსზე. ჩვენ ვაკონტროლებთ დეფიციტს სრულად. შესაბამისად. მე ვერ ვხედავ ვერანაირ რისკს. პროექტების დაგვიანებაზე შეკითხვები სწორია, ხოლო კორუფციაზე შეკითხვები მეტწილად სპეკულაციებია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა