თამარ ტალიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე საბავშვო ბაგა-ბაღებზე განცხადება გააკეთა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე საბავშვო ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამოთქმულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“უკანასკნელ წლებში საბავშვო ბაგა-ბაღებში რადიკალურად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა და ბუნებრივია, ამ პროგრესის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ვატარებთ მონიტორინგს. ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თბილისში 21 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გავხსენით და ყოველწლიურად დამატებით ათასობით ოჯახს ვაწვდით სკოლამდელი განათლების სერვისს, სულ ასეთი 61 000-ზე მეტი აღსაზრდელია. ბაღებში დაგვხვდა განადგურებული ინფრასტრუქტურა, ამორტიზირებული სველი წერტილები და ოთახები, არ იყო ცენტრალური გათბობა და ეზოებში უსაფრთხოების ელემენტარული ნორმებიც კი არ იყო დაცული’’, - აცხადებს ტალიაშვილი.

საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, თამარ ტალიაშვილმა სხდომაზე ფოტო-მასალა წარმოადგინა. მან ასევე, ისაუბრა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მეთოდური კუთხით გატარებულ რეფორმებზე. მისი თქმით, არ არსებობდა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეცპედაგოგის სერვისი, დღეს კი თანამედროვე სწავლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა არის დანერგილი.

თამარ ტალიაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მათი მმართველობის დროს საარჩევნო შტაბებად გადაკეთებული და დახურული 47-ე ბაღიც შეახსენა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს