ივანე მაჭავარიანი - ლარის ბოლო პერიოდის მერყეობა იყო აბსოლუტურად სპეკულაციური და იმ პოპულიზმით გამოწვეული, რაც საქართველოშია

ძალიან ცუდია, როდესაც ყველაფრის შეფასება ლარის დოლართან მერყეობით ხდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ლარის მცურავი კურსი შენარჩუნდება.

“ლარის თემას ყველა ბრუნვაში ვატრიალებთ. ძალიან ცუდია, როდესაც ყველაფრის შეფასება ლარის დოლართან მერყეობით ხდება - დაწყებული როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა, დასრულებული იმით, რა მოუვიდა პენსიას. ამ დროს ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია. მოხდა ტერმინების ჩანაცვლება და ამ ორი რამის გაიგივება“, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ლარის ბოლო პერიოდის მერყეობა იყო აბსოლუტურად სპეკულაციური და იმ პოპულიზმით გამოწვეული, რაც საქართველოშია. “დღეს მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი საფრთხე არის ზღვარგადასული პოპულიზმი. მძვინვარე პოპულზმი არყევს და ანგრევს ეკონომიკას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს იხილავს, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა.

იხილეთ ვიდეო: "ლარის ბოლო პერიოდის მერყეობა იყო აბსოლუტურად სპეკულაციური" - ფინანსთა მინისტრი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა