ანონსი  14 ნოემბერი

14 ნოემბერს, 10:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნულ ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გაეროს კონვენციის შესაბამისობის და გამჭვირვალობის კოლეგიალური სავარჯიშო გაიმართება.

მის.: კახეთის გზატკეცილი #99

საკონტაქტო პირი ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

14 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ტექნოპარკში პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.

მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7, ტექნოპარკი

14 ნოემბერს 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ჟ. შარტავას ქ. N7

14 ნოემბერს, 11:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში სერგო თეთრაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

14 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო Rooms Hotel-ში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაციას გამართავს.

14 ნოემბერს 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა შეუერთდება დიაბეტის მსოფლიო დღეს, სადაც კლინიკისთვის ტრადიციად ქცეული ღონისძიებები გაიმართება.

მის.: ლუბლიანას ქ. N21, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

14 ნოემბერს, 11:00 საათზე, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მაშველები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

თემა: შინაური ცხოველებისთვის სარისკო სეზონი - გასათბობად ავტომანქანის ქვეშ შეფარებული კატები და ძაღლები, რომლებიც მძღოლების დაუდევრობით იჭყლიტებიან.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

14 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ბართლომეს პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები. პოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

14 ნოემბერს, 11:30 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია, "ძალა ერთობაშიას" წევრი, სერგო ჩიხლაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: კონკურენციის შეზღუდვა ფარმაცევტულ ბაზარზე. ფასების ზრდა მედიკამენტებზე.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

14 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საგანგებო შტაბის გეგმები; საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზებისთვის დაწყებული კამპანია.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

14 ნოემბერს, 11:30 საათზე, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: სამხედრო პირების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში და რეალური საფრთხე; ახალი პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

14 ნოემბერს, 13.00 საათზე, სახალხო მოძრაობა "არა ნაციზმს" დამფუძნებლები პრესკონფერენციას მართავენ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.#34

14 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრ მსხვილ ბიზნეს-ასოციაციებს შეხვდებიან.

საკონტაქტო ტელ.: 591650500

14 ნოემბერს, 13:00 საათზე, თელავში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კახეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდება და რეგიონში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაციას წარუდგენს.

მის.: თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი

14 ნოემბერს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნება, რომელსაც თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

მის.: უზნაძის ქ. #68, მე-4 სართული

14 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისში, „სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა (IRZ) და გერმანიის ადვოკატთა ფედერალური ასოციაციის (BRAK) მხარდაჭერით, გერმანულ - ქართული სამართლის ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას გახსნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და ბრანდენბურგის რეგიონალური ადვოკატთა პალატის პრეზიდენტი დოქტორი ფრანკ ენგელმანი. ფორუმს ქართველ ექსპერტებთან ერთად გაუძღვება ბერლინის სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ანია თეშნერი.

საკონტაქტო პირი თორნიკე რაზმაძე - 558132241

14 ნოემბერს, 13:00 საათზე, ცესკოს სხდომა გაიმართება.

14 ნოემბერს, 15:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში ელენე ხოშტარიას ბრიფინგი.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი

საკონტაქტო ინფორმაცია: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

14 ნოემბერს, 15:00 საათზე თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას წიგნის „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

თსუ I კორპუსი, #107 აუდიტორია.

14 ნოემბერს, 15:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.

მის: ნინო ჩხეიძის 38.

14 ნოემბერს, 15:40 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ევროპარლამენტის რუმინელი წევრის, ვიქტორ ბოშტინარუს განცხადება.

მის: ჭავჭავაძის 29, საკონტაქტო -551 66 25 25

14 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მე-10 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება .

მის.: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული

საკონტაქტო პირი ნათია გოგუაძე - 595 30 05 19

14 ნოემბერს, 18:00 საათზე, მწერლის სახლში გაიმართება საქართველოს მწერალთა კავშირისა და ბულგარეთის საელჩოს მიერ გამოცემული წიგნის ,,ქართულ–ბულგარული კულტურული ურთიერთობები“ პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი ხელოვანები, სასულიერო პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქართულ–ბულგარულ კულტურულ ურთიერთობათა განმტკიცებაში.

მის.: მაჩაბლის ქ. #13

საკონტაქტო ტელ.: 599 38 12 74

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა